დღეს, 21 მაისს, სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის რეგიონული ტურნირი ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე დაახლოებით დილის 11 საათზე დაიწყო. თამაში ახალქალაქი-ახალციხის გუნდებს შორის გაიმართა და ფრედ, 2:2 დასრულდა. ამის შემდეგ, გაიმართა თამაში ყუმურდო-ბორჯომის გუნდებს შორის, რომელიც ანგარიშით 3:1, ყუმურდოს გუნდის სასარგებლოდ დასრულდა.
რეგიონულ საფეხბურთო ტურნირში 6 გუნდი მონაწილეობს, თითოეული 8-დან 10 შეხვედრას თამშობს. გუნდი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას მიიღებს, გამარჯვებული იქნება. თამაშები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
ახალგაზრდულ გუნდებში 2007-2008 წლებში დაბადებული ფეხბურთელები თამაშობენ.
მომავალ კვირას, 1 ივნისს, ახალციხეში გუნდებს შორის ახალი შეხვედრა გაიმართება.