სომხეთის რესპუბლიკის შირაქის რეგიონის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ახალქალაქს ორდღიანი ვიზიტით ეწვია, რათა ადგილობრივი მოსახლეობის LAG-თან ურთიერთობის გამოცდილება გაიზიარონ. ისინი ეცნობიან ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ დაფინანსებულ პროექტებს და ამ ჯგუფის პრინციპს.
შირაქის LAG-ის 11 წარმომადგენელი ახალქალაქში გუშინ, 17 მაისს ჩამოვიდა, მათ მოახერხეს ახალქალაქის ადგილობრივი ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა და აგრეთვე, მიიღეს ინფორმაცია, თუ აქ რა პროექტები დაფინანსდა.
„ჩვენი ჯგუფი შირაქის რეგიონში ჩამოყალიბებული სამიდან ერთ-ერთია. ჩვენ ვართ 25 ადამიანი, მათ შორის 18 სოფლის წარმომადგენლები. ახლა ჩვენი რეგიონისთვის სტრატეგიისა და პრიორიტეტების შედგენის პროცესში ვართ. ძალიან საინტერესო იყო, რა გზა გაქვთ გავლილი, საქმიანობა, აქტივობები, სტრუქტურა და ფუნქციები. დავინტერესდით, როგორ გააგრძელეთ თქვენი საქმიანობა პროექტის დასრულების შემდეგ. თქვენი და ბორჯომის პროექტების გადახედვით დავრწმუნდით, რომ სწორ გზაზე ვართ. სომხეთი და საქართველო ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. კონტექსტში მომეწონა, რომ ზოგიერთი პროექტი იყო ინოვაცია ამ რეგიონისთვის“, – განაცხადა შირაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის პასუხისმგებელმა, ანი მაღაქიანმა.
შირაქის რეგიონის LAG-ი ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით LEAD4Shirak (აქტორების ადგილობრივი გაძლიერება განვითარებისთვის) პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა და დაარსდა 2022 წლის თებერვალში.
ახალქალაქში მოსვლამდე ჯგუფი ბორჯომში იმყოფებოდა და ბორჯომის LAG-ის მუშაობას გაეცნო.