სოფლების შემოგარენში წარმოქმნილი ხელოვნური ნაგვის გასასუფთავებლად ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 8000 ლარი გამოყო. ნაგვის გატანის სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ბოლო წლებში, გაზაფხულობით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ასუფთავებენ სოფლის ხელოვნურ ნაგავსაყრელებს, რომლებიც ერთი წლის შემდეგ ხელახლა ჩნდებიან.

“თანხა უკვე გამოყოფილია, დათბება და დავიწყებთ მუშაობას,  ტრაქტორით ტალახში მუშაობა შეუძლებელია. ბეჟანოდან დავიწყებთ”, – ამბობს ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორი, მხითარ რსტაკიანი.

რომელ სოფლებში გაწმენდენ ნაგავსაყრელებს და რა რაოდენობის ნაგავს გაიტანენ, ჯერჯერობით უცნობია. რსტაკიანის თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ნაგავია დაგროვილი ბეჟანოში და სხვა სოფლებში.

სოფლების ბეჟანოს, გოდოლარის, მოდეგამ, ხანდოს მიდამოებთან ნაგვის ნაგავსაყრელები ჩამოყალიბდა. ხელოვნური ნაგავსაყრელები იმ სოფლებშიც არის, სადაც ნაგვის ურნებია დამონტაჟებული.

ნაგავსაყრელებს სოფლის შესასვლელებში კვლავ შეხვდებით

სერვისცენტრმა ნაგვის დიდი კონტეინერები მიიღო

სერვის ცენტრის ინფორმაციით, შესაძლოა ამ კვირაში 8 დიდი ნაგვის კონტეინერის დამონტაჟებაც დაიწყოს. მიწაზე დაიყრება ხრეში და კონტეინერები დამონტაჟდება.

მუნიციპალიტეტის 8 სოფელში: ხავეტში, აბულში, ერთი – დიდ და პატარა სამსარში, აზავრეთში, ვარევანში, ალასტანში, ხანდოსა და დილისკაში ახალი, 5 კუბური მეტრის მოცულობის ურნები დამონტაჟდება.