პრემიერმა „განახლებული რეგიონების“ შესახებ ისაუბრა.
„ზოგადად გეტყვით, რომ „განახლებული რეგიონების“ თაობაზე ბევრი გესაუბრეთ, აღარ მინდა, გავიმეორო. 700-ზე მეტი შენობის რეაბილიტაცია მოვახდინეთ. 92 სკვერის და პარკის რეაბილიტაცია-აღდგენა, ეს პროცესი გრძელდება. პირველი ფაზის სამუშაოები დასრულებულია. 500 მილიონი ლარი დაიხარჯა. ყველა მუნიციპალიტეტში ნახეთ, როგორ ლამაზად მოეწყო ცენტრები, ეს გრძელდება, პირველი ფაზის სამუშაოები. მეორე ფაზა ითვალისწინებს უკვე კიდევ უფრო მასშტაბური სამუშაოების დაწყებას. ახლა გვინდა არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ქუჩა და ცენტრები, არამედ მთელი არეალის რეაბილიტაცია დავიწყოთ. 11 ქალაქია შერჩეული ამ ეტაპზე და ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ 2023-ის გეგმის მიხედვით, 2030-მდე შევძლებთ ყველა ქალაქში მართლაც შევიტანოთ პროგრესი, განვითარება. რეალურად ევროპული ტიპის ქალაქებად , მუნიციპალიტეტებად ვაქციოთ ჩვენი რეგიონები და ეს არის გზა, გეგმა, რომელსაც მივყვებით თანმიმდევრულად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.