ახალქალაქის სერვისცენტრმა ახალი ნაგვის მანქანებისთვის 6 დიდი კონტეინერი მიიღო. თითოეული კონტეინერის მოცულობა 5,5 კუბური მეტრია. სამონტაჟო ადგილები უკვე განსაზღვრულია, კონტეინერების მონტაჟი 5 დღეში დაიწყება.
მას შემდეგ, რაც სერვისცენტრმა 6 ახალი დიდი კონტეინერი მიიღო, სულ 9 იყო, ისინი 8 სოფელში დამონტაჟდება: ხავეთში, აბულში, დიდ და პატარა სამსარში ერთი, ბეჟანოში, აზავრეთზე, ვარევანში, ალასტანში, ხანდოსა და დილისკაში. ამ კონტეინერებს ახალი ნაგვის მანქანა მოემსახურება. ერთი კონტეინერი ყოველთვის ცარიელი უნდა იყოს, რათა სავსე შეცვალოს.
სერვისცენტრის დირექტორის, მხითარ რსტაკიანის თქმით, კონტეინერების სოფლებში დამონტაჟებას 4-5 დღეში დაიწყებენ.
“ნაგვის კონტეინერებს იმ ადგილებში დავდგამთ, სადაც სოფლის მოსახლეობამ ნაგავი დაყარა. ეს ნაგავი შევკრიბეთ, ხრეშს დავყრით და მოვათავსებთ კონტეინერებს. ხრეშს სავარუდოდ მაშინ დავყრით, როცა ცოტა დათბება”, – განაცხადა მხითარ რსტაკიანმა.
ამ დროისთვის სერვისცენტრში 7 ნაგვის მანქანა ჰყავთ – 5 ახალი, 2 კი ძველი, მაგრამ მუშა მდგომარეობაშია.
ასევე, მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის 400-მდე ნაგვის ურნაა განაწილებული. რსტაკიანის თქმით, სერვისცენტრი მერიისგან კიდევ 150 პატარა ურნის მიღებას ელის.