ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 944.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 58.8 პროცენტით, ანუ 114.1 მლნ აშშ დოლარით მეტია 2021 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2 პროცენტი იმ 20 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აპრილში თითოეულზე მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.

იმავე 20 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 91.5 პროცენტი მოდიოდა. გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა – 132.98 მლნ აშშ დოლარი. მეორე ადგილზეა იტალია 33.40 მლნ აშშ დოლარით. მესამე ადგილს იკავებს აშშ 25.02 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზეა ყაზახეთი – 20.04 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მეხუთეზე საბერძნეთი – 18.65 მლნ აშშ დოლარით. ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, 2022 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 77.8 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.5 პროცენტით ნაკლებია.