ოკუპანტებმა „აზოვსტალზე“ მარიუპოლის დამცველების წინააღმდეგ ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალა ან ფოსფორის ბომბები გამოიყენეს. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე განაცხადა.
“თავად ოკუპანტები აცხადებენ, რომ გამოყენებულია “9M22C” ცეცხლგამჩენი ჭურვები თერმიტის ფენებით”, – დაწერა მან ტელეგრამზე.