ახალქალაქის ცენტრში მომხდარი დაპირისპირების დროს, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და ისჯება 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
დღეს, 9 მაისს, 21:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში, რუსთაველი-თავისუფლების გზაჯვარედინზე, ზრდასრულ მამაკაცებს შორის დაპირისპირება მოხდა. შედეგად ერთ-ერთმა მათგანმა დანით და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიიღო. დაჭრილს ახალქალაქის კლინიკაში ოპერაციას უკეთებენ, ის 1988 წელს დაბადებულია.