16 წლის გორ აივაზიანმა ჯავახეთში ოქროს მედალი ჩამოიტანა კრივში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატიდან. ის ამაყია, რომ გამარჯვებული დაბრუნდა. ახლა ის განაგრძობს ვარჯიშს, რათა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვოს.  

medal mrcanak

გორი ამბობს, რომ ეს ჩემპიონატი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ბრძოლის დროს მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობდა.

“გამარჯვება ძალიან დიდი სიხარული იყო. შემიძლია ვთქვა, რომ ევროპის ჩემპიონატი – ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ჩემპიონატია. შეჯიბრზე თუ მიდიხარ, მხოლოდ გამარჯვების სურვილი უნდა გქონდეს, დარწმუნებული ვიყავი, რომ უნდა გამემარჯვა, არ აქვს მნიშვნელობა მოწინააღმდეგე შენზე ძლიერია თუ არა. რინგზე თუ გადიხარ, მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა იფიქრო. მე ასე ვფიქრობდი – რინგიდან მხოლოდ გამარჯვებული ჩამოვსულიყავი”.

გორისთვის ერთი მარტივი ჭეშმარიტება არსებობს: სადაც გამარჯვებაა, იქ დამარცხებაც არის. ის არასდროს არ ყრის ფარ-ხმალს დამარცხების შემთხვევაში, პირიქით, უფრო ძლიერდება, რათა ეს დამარცხება გამარჯვებად გადააქციოს.

“შარშან, ევროპის ჩემპიონატზე წავაგე, ამ წელს უკეთესად მოვემზადე და მიზანს მივაღწიე”.

ის დიდხანს ელოდა ევროპის ჩემპიონობას, ახლა რიგშია მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება, შემდეგ კი ოლიმპიური ჩემპიონატი. შემდეგ საკუთარ ძალებს პროფესიონალურ რინგზე მოსინჯავს.

europen champion medal

გორი ევროპის ჩემპიონი პირველად არ გამხდარა, ის უმცროს ასაკობრივ ჯგუფშიც იყო. ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, ერთხელ – ვიცე-ჩემპიონი. პირველი მედალი კი კრივში საქართველოს ჩემპიონატში 2018 წელს აიღო და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

გორ აივაზიანი ჩემპიონი გახდა

medalner

“ჩემთვის დიდი პატივი იყო საქართველოს ჩემპიონი გავმხდარიყავი, ძალიან ბედნიერი ვიყავი მაშინ, მახარებდა ჩემი მედლები, ახლა კიდევ უფრო დიდი გამარჯვება მიხარია”.

სპორტსმენის აზრით, მიზნის მისაღწევად ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი: ჭკუა და თავდაუზოგავი ვარჯიში. მშობლები და მწვრთნელები მას ძალებს მატებენ და იმედს უსახავენ.

გორის დედას არ უნახავს მიდი ბრძოლა, მაგრამ ყოველი გამარჯვების შემდეგ გორი პირველად დედას ურეკავს.

ayvazyan

როგორც გორი ამბობს, ის ცხოვრობს კრივით და ბოლომდე წავა. კრივი არ იყო გორის არჩევანი, ეს მამის სურვილი იყო, მაგრამ ახლა ბედნიერია, რომ მამამ სპორტის ამ სახეობაზე შეიყვანა. გორი 8 წლის ასაკიდან ვარჯიშობს ყოველ დღე 3-4 საათის განმავლობაში.

მისთვის მაგალითები არიან ახალქალაქის სპორტკომპლექსის სპორტსმენები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს.

parapmunq

ის ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობს, მე-11 კლასშია და ჯერ არ გადაუწყვეტია, როგორ და სად გააგრძელებს სწავლას მომავალში. არ არის გამორიცხული, რომ შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის სხვა ქვეყანაში წავიდეს. გორი ბავშვებს ურჩევს, დაკავდნენ სპორტით, ეწვიონ ახალქალაქის სპორტულ კომპლექსს და წარმატების მისაღწევად იშრომონ.

გორ აივაზიანი ევროპის ჩემპიონი გახდა

ევროპის ჩემპიონმა უკვე დაიწყო მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ნოემბერში გაიმართება. ის ცდილობს სხვებს მაგალითი მისცეს. გორის ფოტო სპორტკომპლექსის კედელზე სხვა სპორტსმენებისა და ჩემპიონების ფოტოების გვერდით არის გამოკრული.

მისი მწვრთნელები ამაყად საუბრობენ თავის მოსწავლეებზე. ისინი განაგრძობენ მის მხარდაჭერას და ძალას აძლევენ შემდგომი გამარჯვებებისთვის.

pastar