რამდენიმე წუთის წინ, 21 აპრილს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, 18:45 საათზე, ახალქალაქელი მოკრივე გორ აივაზიანი ევროპის ჩემპიონი გახდა. ევროპის 2022 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში გორ აივაზიანი ალბანელ სპორტსმენ არიოლ ზენელს დაუპირისპირდა. ახალქალაქელმა სპორტსმენმა მეტოქე 4 ქულით დაამარცხა, ალბანელმა მოკრივემ 1 ქულა მიიღო.
საქართველოში პირველი ოქრო გორ აივაზიანმა მოიპოვა, დღეს პირველი ადგილისთვის კიდევ ორი ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს, რომლებმაც ნახევარფინალში ვერცხლის მედლები მოიპოვეს. კრივში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან ბრინჯაოს მედლებით კიდევ სამი სპორტსმენი ბრუნდება.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქელი სპორტსმენი სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრის გამარჯვებული და მედალოსანია. შარშან ის ასევე მონტენეგროში შეჯიბრებებზე გახდა ჩემპიონი. ის არის 2019 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონი. ახალგაზრდა მოკრივე ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში მწვრთნელ გაგიკ ელიზბარიანთან ვარჯიშობს. სპორტსმენი 17 წლისაა.