მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 514 017 628 გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ19-ს დღემდე მსოფლიოში 6 263 366 ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი შემდეგ ბრაზილია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო მოჰყვებიან.