Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 676 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 687 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 989 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 290 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 665.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.18%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.14% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.06%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 80 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 188.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 802 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 290 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 143 შემთხვევა, აჭარა – 4, იმერეთი – 50, ქვემო ქართლი – 14, შიდა ქართლი – 13, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 18, კახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 649 საიდანაც, 307 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 164, აჭარაში – 11, იმერეთში – 74. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 73 პირი, მათ შორის, თბილისში – 46, აჭარაში – 5, იმერეთში – 9. 1 342 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.