
დღეს, 23 აპრილს, ახალქალაქის და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლების მცხოვრებლებმა ჩირაღდნებით მსვლელობა დაიწყეს ქალაქის ციხე-სიმაგრიდან სურბ ხაჩ ეკლესიისკენ, ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915 წელს ჩადენილი სომხების გენოციდის აღიარებისა და დაგმობის მოთხოვნით.
ჯავახეთის ახალგაზრდული გაერთიანება „ზორი ზორიანის“ წევრებისთვის მსგავსი მსვლელობის გამართვა ტრადიციად იქცა.
მსვლელობა ახალქალაქის ციხიდან დაიწყო, ასობით ადამიანი სომხეთისა და საქართველოს დროშებით, პლაკატებით და ლოზუნგებით აღიარების და დაგმობის მოთხოვნით, ჩირაღდნებით სურბ ხაჩ ეკლესიის ეზოში შევიდა.
ეკლესიის ეზოში მეუფე ნშან ჰმაიაკიანმა მადლიერება გამოხატა და დამსწრეები დალოცა.
მსვლელობას სურბ ხაჩ ეკლესიის მამა ნარეკ ტიგრანიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი სამველ მანუკიანი, მერი მელკონ მაკარიანი და მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.
შემდეგ სურბ ხაჩ ეკლესიაში სანთლები დაანთეს. ხვალ დილით კი, 11:00 საათზე, წმნდა ლიტურგია ახალქალაქის ტაძარში აღევლინება. ლიტურგიის დასასრულს ეკლესიის ეზოში, სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ხაჩკართან, წმინდა მოწამეთა წირვა-ლოცვა აღევლინება.