ჰესის – «ახალქალაქი-1-ის» მშენებლობის ფარგლებში საჭირო გახდა ახალქალაქი-ახალციხის გზის ნაწილის ამაღლება, ამ მიზეზით აშენდა ახალი გზა, რომელიც რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს. თუმცა, ჰესის მიმდებარედ გზის მშენებლობაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მაისში დასრულდება.
ახალქალაქში შენდება ორი ჰესი («ახალქალაქი-1» და «ახალქალაქი-2»), რომლებიც მდინარე ფარავანზე და მის შენაკადზე – მდინარე კორხზე მდებარეობს. ამჟამად ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე მუშაობა გრძელდება.
«ახალქალაქი-1-ის» მშენებლობის გამო ახალციხე-ახალქალაქის გზის ნაწილი წყლის ქვეშ ექცეოდა. ამ მონაკვეთზე 15 მეტრის სიმაღლის ახალი გზა აშენდა. გზის მშენებლობა შპს Infra Construction TK Group-მა აწარმოა.
უკვე რამდენიმე თვეა გზა ახალ მონაკვეთზე გადის და მძღოლები ცვლილებას ვერც კი გრძნობენ.
ჰესების მშენებლობას კომპანია „აისი“ ახორციელებს.
ორი ჰესის საპროექტო სიმძლავრე იქნება 9,1 მგვტ, ხოლო წლიური ელექტროენერგიის გამომუშავება 49 გვტ. ჰესის ტერიტორიაზე სამი სოფელია: დილისკა, ორჯა და კორხი. კომპანიამ ამ სოფლებში სოციალური პროექტები უნდა განახორციელოს. სულ 6 პროექტია: კერძოდ, უკვე დასრულებულია შემდეგი სამუშაოები: დილისკაში, სასმელი წყლის მიწოდების ხაზის შეკეთება, გზის რეაბილიტაცია და სანიაღვრე სისტემების შეკეთება, კორხში საცურაო აუზის მშენებლობა, სატუმბი სისტემს რემონტი ორჯაში. უახლოეს მომავალში დასრულდება ორჯაში სატუმბი სისტემის და კორხში სპორტული დარბაზის ხაზოვანი შეკეთება. მიმდინარე წლის ბოლომდე კი იგეგმება თავად ჰიდროელექტროსადგურების ექსპლუატაციაში გაშვება.
ჰესის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო.