დღეს, 20 აპრილს, ახალქალაქში გამწვანების აქცია გაიმართა, დარგეს ხეები. ნერგები კომპანია „აისმა“ შეიძინა. ეს კომპანია ჰესებს – “ახალქალაქი-1” და “ახალქალაქი-2” -ს აშენებს.

tsar

ხეების დარგვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრმა სამველ მანუკიანმა, ახალქალაქის მერმა, მელკონ მაკარიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლებმა, ასევე კომპანია „აისის“ წარმომადგენლებმა.

mtavroba

„კომპანია „აისი“ ახალქალაქში ჰესებს აშენებს და დიდ ყურადღებას უთმობს როგორც სოციალურ, ასევე გარემოსდაცვით საკითხებს. ორ წელიწადში კომპანიამ უკვე რამდენი ხე დარგო, მაგალითად, შარშან კარწახში  250 ხე დაირგო, წელს კი, 1100 დაირგვება. ახლა ჰესის მთავარ შენობასთან ვართ, სადაც 380-მდე ნერგი დაირგვება, ასევე სოფელ დილისკას ახალ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე და კარწახის გზაზე, აღდგომის შემდეგ კი 500 ხე დაირგვება ნინოწმინდა-ახალქალაქის ცენტრალურ გზატკეცილზე“, – თქვა სოციალური პროექტის მენეჯერმა, ნინო თევდორაშვილმა.

Manukyan

iritsyan 1

„ჩვენი მუნიციპალიტეტის და რაიონის საკრებულოს ერთობლივი ინიციატივით, ასევე კომპანია „აისის“ თანამშრომლებთან ერთად მივედით საერთო პოზიციამდე, ისინი ატარებენ საქველმოქმედო აქციას, რომლის ფარგლებშიც 500-მდე ნერგი გვექნება. ახლა 300-მდე ნერგს დავრგავთ ჰესის მიმდებარედ, ახალქალაქი-ახალციხის ცენტრალურ გზაზე“, – თქვა ახალქალაქის მერმა, მელქონ მაკარიანმა.

Makaryan

აღსანიშნავია, რომ კომპანია „აისი“ ხეებს უკვე ორი წელია რგავს, ამ ხნის განმავლობაში 270 ნერგი დარგო, ეს პროექტი კომპანიის სოციალური პროექტების ნუსხაშია შეტანილი.

sichin