სამცხე-ჯავახეთის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლად 6 აპრილს არმენ მარანგოზიანი აირჩიეს.

სამცხე-ჯავახეთის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ამ დრომდე (2015 წლის მარტიდან 2022 წლის თებერვლამდე) არტიუშ მელქონიანი იყო. ის თანამდებობიდან საკუთარი მოთხოვნით გაათავისუფლეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ახალი წარმომადგენელი, გაჩნდა ვაკანსი დაინიშნა. შემდეგ კონკურსი გამოცხადდა და კომისიამ არმენ მარანგოზიანი აირჩია.

მარანგოზიანის თქმით, მან ვაკანსია ნახა და გადაწყვიტა განაცხადი შეეტანა. მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა.

“ჩემი მოვალეობაა, სამინისტროს პრიორიტეტებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვიმუშაო უფლებამოსილების ფარგლებში”.

არმენ მარანგოზიანი დაიბადა 1985 წლის 6 იანვარს ახალქალაქში. 1991-2002 წლებში სწავლობდა ახალქალაქის ჰოვანეს თუმანიანის სახელობის N1 სკოლა, 2002-2006 წლებში კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის ჯავახეთის ფილიალის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 2007 წელს დაამთავრა ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახ. ადმინისტრაციული სახელმწიფო სკოლა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამა ქართულ ენაში.

გამოცდილება:

03/2009-09/2009: მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში იუსტიციის დეპარტამენტის ექსპერტად.

2009-2012 წლებში იყო საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

09/2012–10/2012: მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალისტად.

2012-2016 წლებში იყო საქართველოს სახალხო დამცველის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული წარმომადგენელი.

2016-2017 წლებში იყო საქართველოს სახალხო დამცველის ახალქალაქი-ნინოწმინდის ოფისის საკონტაქტო პირი.

2009 წლიდან – საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრი.

2014 წელს იყო საქართველოს პარლამენტის სამოქალაქო დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს წევრი.

2017-2021 წლებში იყო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.

ფლობს სომხურ, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

დაოჯახებულია, ჰყავს ორი შვილი.