სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, ვირუსით გარდაიცვალების ფაქტი არ გამოვლინდა
სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 422 691 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 621 გარდაიცვალა, 410 365 კი – გამოჯანმრთელდა.