საქართველოში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 425 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 8 854 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 991, „პისიარ“-ტესტით – 1 863.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,67%, ბოლო 14 დღის – 1,99%, ბოლო 7 დღის – 1,73%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 651 470 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 631 434 გამოჯანმრთელდა, 16 771 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 865 773 აცრა, დღიურად აცრილია 343.
9 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 341 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 445 პაციენტი, გარდაიცვალა ოთხი პაციენტი.