ახალქალაქის III საჯარო სკოლაში, 6 აპრილს, ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა.

библиотека

2-წლიანი რემონტის შემდეგ, ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლის კარი გაიღო,  დღეს კი, სკოლაში, ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა სასიამოვნო ინტერიერით, ბევრი წიგნით, კომპიუტერით, პროექტორებით და მრავალი სხვა. სკოლის საზეიმო გახსნაზე მოწვეული იყვნენ სტუმრები – „საქართველოს ბანკისა და გამომცემლობა „სულაკაურის“ წარმომადგენლები, ასევე ქართველი მწერალი, დათო ტურაშვილი.

библиотека6

პროექტი „იდეათეკა“ „საქართველოს ბანკის“ დახმარებით, „ქართული წიგნის ინსტიტუტთან“ ერთად განხორციელდა. ღონისძიება ანსამბლ „მურჯის“ წარმოდგენით დაიწყო, შემდეგ სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მწერალი დათო ტურაშვილი ესაუბრა, რის შემდეგაც სტუმრებმა ბიბლიოთეკა დაათვალიერეს.

библиотека2

„ბიბლიოთეკის იდეამ ფრთა შეისხა და განხორციელდა ჩვენს სკოლაში. ყველა სკოლას არ გაუმართლა, ამ რეგიონში ჩვენ მივიღეთ ეს ბედნიერება. აქ არის ახალი წიგნები, როგორც ხედავთ, რომელიც გამომცემლობა “სულაკაურმა” მოგვაწოდა. ბავშვებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოვიდნენ აქ, წაიკითხონ, ისწავლონ, განიხილონ, გაეცნონ ახალ ლიტერატურას. არის კომპიუტერები და ახალი ტექნოლოგიები, რომელთა გამოყენებაც ბავშვებს თავისუფლად შეუძლიათ. აქ მასწავლებლებსაც შეუძლიათ გაკვეთილი ჩატარება, არა მარტო ჩვენი, არამედ სხვა სკოლების მასწავლებლებსაც. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა და როცა სურთ, თავისუფლად ისარგებლებენ“, – განაცხადა მე-3 სკოლის დირექტორმა, თამარ ოძელაშვილმა.

библиотека7

ახალი ბიბლიოთეკა ახარებს სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, მით უმეტეს, რომ რეგიონში ასეთი პროექტები ცოტაა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში სკოლებს მინიმალური პირობებიც კი არ აქვთ და ასეთი ბიბლიოთეკა არა მხოლოდ სკოლებისთვის, ზოგადად ბიბლიოთეკებისთვის საოცნებოა.

библиотека5