Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 331 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 623 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 708 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 872 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 640 550-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.19% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.61%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 913 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 594 924-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 630 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 872 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 414 შემთხვევა, აჭარა – 27, იმერეთი – 107, ქვემო ქართლი – 33, შიდა ქართლი – 42, გურია – 60, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 84, კახეთი – 61, მცხეთა-მთიანეთი – 21, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 28 970 საიდანაც, 920 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 433, აჭარაში – 69, იმერეთში – 212. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 249 პირი, მათ შორის, თბილისში – 125, აჭარაში – 35, იმერეთში – 43. 28 050 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.