საქართველოში კორონავირუსის 888 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 831 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 620 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 218, „პისიარ“-ტესტით – 2 402.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 4,11%, ბოლო 14 დღის – 10,92%, ბოლო 7 დღის – 7,54%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 639 678 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 594 011 გამოჯანმრთელდა, 16 612 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 838 287 აცრა, დღიურად აცრილია 1 301.
ამასთან, 16 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 099 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 800 პაციენტი, გარდაიცვალა 10.