ახალქალაქში ახალი პარტია „კონსერვატორული მოძრაობის“ ოფისი ფუნქციონირებს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში პარტიის ოფისის ხელმძღვანელია მერიის ყოფილი თანამშრომელი, არარატ ქამალიანი.

პარტია “კონსერვატორული მოძრაობა” შარშან ნოემბერში დაარსდა. ის დააარსებულია ულტრაკონსერვატორული, ნაციონალისტური და პრორუსული ინტერნეტ პლატფორმის Alt-Info-ს წარმომადგენლების მიერ. პარტიის თავმჯდომარეა გოგა მახარაძე.

არარატ ქამალიანი ქალაქის ყოფილი უფლებამოსილი გამგებელია, 2013 წელს კი ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელი იყო.

პარტია „კონსერვატორულმა მოძრაობამ“ საქართველოს მასშტაბით ოფისები გახსნა. ახალქალაქისა და ნინოწმინდის ოფისების გახსნის ღონისძიება 25 თებერვალს გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქში პარტიის აქტიურობა ჯერ არ შეიმჩნევა და საზეიმო გახსნამაც მშვიდად და მოკრძალებულად ჩაიარა, ამის შესახებ ადგილობრივმა მედიამაც კი არ იცოდა.

ახალქალაქში, პარტიის ოფისი მაშტოცის N31-ში მდებარეობს.

ხოლო ნინოწმინდაში ტერიანის N1-ში, სადაც რეგიონალურ ოფისს იურიკ მღდესიანი ხელმძღვანელობს.

არარატ ქამალიანის თქმით, პარტიის მიზანია მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება, რათა საქართველო არ დაზარალდეს მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში. პარტიის დამფუძნებლები გამოსვლებში აცხადებენ, რომ არ მალავენ თავიანთ კურსს მოსკოვისკენ და მიაჩნიათ, რომ ყველა პრობლემის მოგვარების გასაღები იქ არის.