სომხური საგანმანათლებლო ფონდი ახალი 2022-2023 სასწავლო წლისთვის სტიპენდიების მისაღებად საქართველოში სომეხი სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს.
საქართველოში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდების წახალისებისა და მხარდაჭერის მიზნით სტიპენდიები გაიცემა მოცემული სასწავლო წლისთვის სწავლის საფასურის ოდენობით.
კონკურსში მონაწილეობა იმ სტუდენტებს შეუძლიათ, რომელთა საშუალო აკადემიური მოსწრება მინიმუმ 75 ქულაა.
სომხური საგანმანათლებლო ფონდი შემდეგ უნივერსიტეტებს აფინანსებს:
. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
. კავკასიის უნივერსიტეტი
. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სომხური საგანმანათლებლო ფონდ “ჯავახეთის” ფილიალი მიესალმება მსურველებს და აღნიშნავს, რომ რეგიონში დიდი მოთხოვნა და საჭიროებაა შემდეგ სპეციალობებზე:
. მასწავლებელი
. ფსიქოთერაპევტი
. ფსიქიატრი
. ბუღალტერი
. აგრონომი
. ვეტერინარი
. ინჟინერი
. ინჟინერ-მექანიკოსი
. მეფუტკრეობის ინჟინერი
. რკინიგზის მუშა
. დიზაინერ-არქიტექტორი
. ტურიზმი
სამომავლოდ სტუდენტი სტიპენდიის მიღებას გააგრძელებს, თუ შეინარჩუნებს მაღალ აკადემიურ მოსწრებას – არანაკლებ 75 ქულას და წელიწადში 120 საათს შეასრულებს მოხალისეობრივ სამუშაოს.
სომხური საგანმანათლებლო ფონდის მიზანია დაეხმაროს ყველა სტიპენდიანტს, რომ ბრწყინვალედ დაამთავრონ უნივერსიტეტი და დაბრუნდნენ სამშობლოში, დაეხმარონ მშობლებს და ასევე წვლილი შეიტანონ სომეხი ხალხის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში.
ონლაინ-განაცხადის შეტანა 2022 წლის 14 მარტიდან 11 მაისამდე იქნება შესაძლებელი.
განაცხადის შევსება შეგიძლიათ აქ: aef.am
კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მიწეროთ სომხური საგანმანათლებლო ფონდის ჯავახეთის ფილიალს Facebook გვერდზე ან მითითებულ ელფოსტაზე gmail.com
ლიდა ალმასიანი