საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო პურის და პურპროდუქტების წარმოებაში წონასა და ფასს არ აკონტროლებს, მაგრამ თონეების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა და პროდუქციის ტრანსპორტირების პირობები მათ კომპეტენციაშია. თუმცა ახალქალაქში პურ-ფუნთუშეულის ტრანსპორტირების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები ხშირად არ არის დაცული.
ერთ თვეზე მეტი ხნის წინ ახალქალაქში საკრებულოს დეპუტატებმა ახალქალაქში პურის წონასა და ფასს შორის შეუსაბამობის საკითხი წამოჭრეს. Jnews-მა ორი განსხვავებული პური აწონა. ჩვეულებრივი პური იწონიდა 520 გრამს და ღირს 1 ლარი 20 თეთრი, ანუ 1 კგ ასეთ პურში მომხმარებელი დაახლოებით 2 ლარსა და 30 თეთრს იხდის. 2 პური იწონის 770 გრამს და 2 ლარი ღირს, ამ შემთხვევაში 1 კგ პური 2 ლარსა და 50 თეთრზე მეტი ღირს.
ეს საკითხი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განიხილეს, იყო წინადადება კომისია შექმნილიყო, ესაუბრათ და გამოსავალი მოენახათ ახალქალაქში პურის მწარმოებლებთან ერთად, რადგან ახალქალაქში პური ძვირდება, წონა კი იკლებს. გამოითქვა მოსაზრება წერილი გაეგზავნათ საქართველოს ენერგეტიკისა და წყლის რესურსების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, თუმცა, ამის შემდეგ დეპუტატებმა ამაზე უარი განაცხადეს. უარი გამართლდა იმით, რომ ამის უფლება არ აქვთ და ასევე აზრი არ აქვს მიმართონ საქართველოს ენერგეტიკისა და წყლის რესურსების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (GNERC), ვინაიდან კომისია არ აკონტროლებს პურის წარმოებას.
ახალქალაქში პურის წარმოების კონტროლის კომისია არ არსებობს
ახალქალაქში შესაძლოა პურის წონა და ფასი გაკონტროლდეს
იმის გასარკვევად, თუ ვინ აკონტროლებს და როგორ აკონტროლებს ვითარებას პურპროდუქტების წარმოებაში, Jnews-მა საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა. ჩვენს მოთხოვნას ასე უპასუხეს:
“პურის ტრანსპორტირების და სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებს სურსათის სააგენტო აკონტროლებს. პურის ფასი და წონა ჩვენს კომპეტენციაში არ შედის“.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქში პურის თონეებიდან მაღაზიებში ტრანსპორტირების პროცესში არ არის დაცული ტრანსპორტირების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, პურის ტრანსპორტირება ხდება ჩვეულებრივი მანქანების საბარგულში, ხან მუყაოს კოლოფში, ხან მის გარეშე, ღია ფორმით.