პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიით არჩეულ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატ მხითარ რსტაკიანს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა, რადგან ის ხელმძღვანელობს მერიასთან არსებულ ახალქალაქის სერვისცენტრს- არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირს.
მხითარ რსტაკიანმა საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადება 2022 წლის 3 მარტს დაწერა. 4 მარტიდან მისთვის დეპუტატის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება. ეს საკითხი დღეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განიხილეს. მისი სადეპუტატო საქმიანობა შეუთავსებელია მუნიციპალური არაკომერციული ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობასთან.
მის ადგილს ახალქალაქის საკრებულოში პარტია „ქართული ოცნების“ ახალქალაქის პროპორციული სიის მომდევნო ნომერი – სოფელ ვაჩიანიდან ნასლეთ ხანახიანი დაიკავებს.
მხითარ რსტაქიანი ახალქალაქის სერვისცენტრის უფროსის მოვალეობას 2022 წლის იანვრიდან ასრულებდა, მას შემდეგ, რაც ყოფილმა უფროსმა არმენ ბიჩახჩიანმა ეს თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე 2021 წლის დეკემბერში დატოვა. მხითარ რსტაკიანი მოვალეობის შემსრულებლად 3 თვით დაინიშნა.