ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს დეპუტატ ზაქარ ზაქარიანის ინიციატივას, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში პურის ფასისა და წონის გაკონტროლების მიზნით კომისია შექმნილიყო. უარი გამართლდა იმით, რომ მათ ამის უფლება არ აქვთ და ასევე აზრი არ აქვს მიმართონ საქართველოს ენერგეტიკისა და წყლის რესურსების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რადგან კომისია არ აკონტროლებს პურ-პროდუქტების წარმოებას.
26 იანვარს საკრებულოს დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს პარტია “ლელოს” დეპუტატის, ზაქარ ზაქარიანის ინიციატივას მუნიციპალიტეტში პურის წარმოების შემსწავლელი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რათა მიემართათ საქართველოს ენერგეტიკისა და წყლის რესურსების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის. აღსანიშნავია, რომ 25 იანვარს საკრებულოში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე ზაქარ ზაქარიანის ინიციატივას მხარი საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა დაუჭირა.
ახალქალაქში შესაძლოა პურის წონა და ფასი გაკონტროლდეს
„მათ შემოგვთავაზეს ადვოკატთან დაკავშირება, რადგან საქართველოს ენერგეტიკისა და წყლის რესურსების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას კონტროლის უფლება არ აქვს. შევთანხმდით, დავუკავშირდეთ პურის საცხობების მფლობელებს და ვისაუბროთ, გავერკვეთ, რატომ ხდება ასე, რომ საქართველოში პურზე ყველაზე მაღალი ფასი გვაქვს. პური ასპინძიდან მოაქვთ აქ და ყიდიან 1 ლარად 20 თეთრად, ალბათ ფრაქციისა და კომისიის ყველა თავმჯდომარესთან ერთად განვიხილავთ და საცხობის წარმომადგენლებთან შეხვედრის დღეს დავნიშნავთ, ვისაუბრებთ, ვნახოთ, ვიმსჯელებთ რას იტყვიან“, – თქვა ზაქარ ზაქარიანმა.