საქართველოში კორონავირუსის 1 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 9 790 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 671 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 495, „პისიარ“ ტესტით – 3 176.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 14,11%, ბოლო 14 დღის – 22,6%, ბოლო შვიდი დღის – 18,07%.

stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 620 639 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 539 413 გამოჯანმრთელდა, 16 306 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 823 646 აცრა, დღიურად აცრილია 188.

ამასთან, 3 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 11 767 პაციენტი, გარდაიცვალა 43.