საქართველოში კორონავირუსის 3 840 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 692 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 075 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 438, „პისიარ“ ტესტით – 5 637.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 19,13%, ბოლო 14 დღის – 24,39%, ბოლო შვიდი დღის – 19,67%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 616 159 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 517 856 გამოჯანმრთელდა, 16 231 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 822 060 აცრა, დღიურად აცრილია 992.
სტაციონარში მეთვალყურეობას 3 424 ადამიანი გადის.
ამასთან, პირველი მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 6 847 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 9 003 პაციენტი, გარდაიცვალა 36.