01.03.2022
ნახვები: 462 |
ავტორი:
Rima Garibyan
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი მარტიდან პანდემიის პირობებში მოქმედი, პრევენციის მიზნით დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვები მოიხსნება. თუმცა, ნიღბის ტარება, როგორც შიგნით, ისე ღია სივრცეში, ძალაში რჩება.
ამგვარად, 1-ლი მარტიდან:
- დაშვებული იქნება სოციალური ღონისძიებები, ქორწილები, დაბადების დღეები, დაკრძალვა. გარდა ამისა, შენობაში ერთ მაგიდასთან დასხდომა 6-ის ნაცვლად 10-ადამიანს შეუძლია, ხოლო ღია სივრცეში 10-ის ნაცვლად 15-ს. ასევე მოიხსნა სტუმრების მაქსიმალური რაოდენობის ლიმიტი.
- ვაქცინირებულ უცხოელ მოქალაქეებს აღარ მოეთხოვებათ PCR ტესტის წარდგენა ქვეყანაში შემოსვლისას, ვაქცინაციის სრული კურსის არარსებობის შემთხვევაში მოეთხოვებათ PCR ტესტის წარდგენა არა უადრეს 72 საათისა.
- უცხო ქვეყნის მოქალაქეები თავისუფლდებიან ქვეყანაში ყოფნის მესამე დღეს PCR ტესტის გავლის ვალდებულებისგან, განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა ვაქცინაცია გაკეთებული. ამ ვალდებულებისგან საქართველოს მოქალაქეები უფრო ადრე იყვენ გათავისუფლებულები.
- საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ტესტირებისა და ვაქცინაციის გარეშე შემოდიან, კარანტინი 8-დან 5 დღემდე მცირდება.
- ობიექტებში უქმდება თერმოსკრინინგის ჩატარების და ჟურნალის შევსების ვალდებულება, დეზობარიერების ქონა. ეს მოვალეობები რჩება სკოლებისთვის.
- უქმდება საკარანტინო ობიექტები, ე.წ. კოვიდ-სასტუმროები.