საქართველოში კორონავირუსის 7 482 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 14 603 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 583 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 538, „პისიარ“-ტესტით – 14 045.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 21,03%, ბოლო 14 დღის – 28,49%, ბოლო შვიდი დღის – 25,38%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 591 936 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 462 572 გამოჯანმრთელდა, 16 054 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 811 285 აცრა, დღიურად აცრილია 2 532.

კარანტინის რეჟიმშია ოთხი, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 020 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 599 პირი.

ამასთან, 24 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 8 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 18 206 პაციენტი, გარდაიცვალა 41.