ფეისბუქზე «საქართველოს სომეხთა კავშირის» მიერ ორგანიზებული თოჯინების ონლაინ საქველმოქმედო შოუს შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. შემოსული თანხა გადანაწილდება თბილისის კონკრეტულ მცხოვრებლებზე, რომლებსაც მკურნალობა ესაჭიროებათ.
კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად პოპულარული გახდა ონლაინ გაკვეთილების, ტრენინგების ჩატარება, დისტანციურად მუშაობა და სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა. დროთა განმავლობაში ხალხი შეეჩვია იმ ფაქტს, რომ შეუძლიათ ინტერნეტით, მაგალითად, ნახონ ბევრი ცნობილი მუზეუმი ან სპექტაკლი. „საქართველოს სომეხთა კავშირში“ გადაწყვიტეს ამით ესარგებლათ და ფინანსურად თბილისელებს ფინანსურად დახმარებოდნენ. ამისთვის მოეწყობა ახალგაზრდა მეთოჯინე არმენ ოჰანისიანის თოჯინების ჩვენება.
„ჩვენ ვმართავთ საქველმოქმედო ონლაინ წარმოდგენას, შემოსული თანხა განაწილდება რამდენიმე ადამიანეზე, რომლებიც დაავადებას ებრძვიან. თანხის 90% ამაზე დაიხარჯება, დარჩენილი 10% კი, თავად ხელოვანის ჰონორარი იქნება. ის მუშაობს მარნეულის კულტურის სახლში, ასევე განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან და სხვადასხვა თეატრთან თანამშრომლობს. თოჯინების შოუ 25 თებერვალს გაიმართება და ლინკი გადაეგზავნება ყველას, ვინც შესაწირს ფეისბუქის საშუალებით გაიღებს. საკმაოდ ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ ისინი ძირითადად ჩემი მეგობრები არიან, რადგან ამის შესახებ ინფორმაცია მე გავავრცელე“, – ამბობს «საქართველოს სომხეთთა კავშირის» წარმომადგენელი, მარი არაქელოვა.
იმ ადამიანებს, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებათ და ვერ იხდიან მკურნალობის საფასურს, შეუძლიათ მიმართონ «საქართველოს სომეხთა კავშირს». მარი არაქელოვა აღნიშნავს, რომ ვისაც დახმარება ესაჭიროება თბილისიდან უნდა იყოს, რადგან რეგიონებში მგზავრობის საშუალება არ არის.
ვისაც სურს უყუროს ახალგაზრდა მეთოჯინის საინტერესო სპექტაკლს და ამით დაეხმაროს მძიმე ავადმყოფებს, შეუძლია 20 ლარი გამოაგზავნოს – ეს არის “ბილეთის” ღირებულება – ორგანიზაციის ანგარიშზე – GE43BG0000000911713900.
„ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი მიზანია ფეისბუქის საშუალებით მოვაწყოთ არმენ ოვანისიანის თოჯინების თეატრის საქველმოქმედო წარმოდგენა. თითოეული თქვენგანის მონაწილეობა მნიშვნელოვანია. ბილეთის ფასი 20 ლარია. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გადაიხადოთ მეტი. მონაწილეობის დადასტურების შემდეგ მიიღებთ სპექტაკლის ლინკს, რომლითაც გექნებათ შესაძლებლობა ისარგებლოთ და მონაწილეობა მიიღოთ ქველმოქმედებაში“, – წერს მარი არაკელოვა თავის ფეისბუქგვერდზე.