დღეს, 14 თებერვალს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოავლინა. ეპიდემიოლოგების თქმით, მუნიციპალიტეტში ეპიდემია იკლებს.
საზოგადოებრიცი ჯანდაცვის ცენტრმა დღეს, კორონავირუსზე 215 ტესტი ჩაატარა, მათ შორის, 207 სწრაფი ანტიგენის ტესტი და 30 PCR-ი. თუ გამოვთვლით დადებითობის მაჩვენებელს, მაშინ ჩატარებული 215 ტესტიდან 8 შემთხვევა აჩვენებს 4%-იან ინფექციას. ეს შედარებით დაბალი მაჩვენებელია, გამომდინარე იქიდან, რომ, რამდენიმე დღის წინ, დადებითობის მაჩვენებელი 25-35%-ზე დაფიქსირდა.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში ეპიდემია სუსტდება.