საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 03:35 საათზე დაფიქსირდა.

ეპიცენტრი ამჯერადაც სოფელ სამებასთან იყო.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.

13 თებერვალს, თბილისის დროით 22:25 საათზე საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. მიწისძვრის შედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შახმარლოში ერთი საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. ასევე, რამდენიმე სოფელს დროებით შეუწყდა ელექტრომომარაგება.