ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დღეს, 11 თებერვალს, კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა კორონავირუსის გამოსავლენად 220 ტესტი ჩაატარა, აქედან – 177 ანტიგენზე, 43 – PCR-ი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 455 ადამიანი იმყოფება.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს კარანტინისთვის კიდევ ერთი სკოლა დაიხურა, ეს არის სოფელ ჩუნჩხას სკოლა. სულ 5 სკოლა მუშაობს დისტანციურად.
სკოლებში 8 დღიანი კარანტინია.