დღეს, ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიაში ღვთისმსახურება აღევლინა, რის შემდეგაც ახალგაზრდებს მარილიანი კვერები დაურიგეს.
სურბ ხაჩის ეკლესიაში ახალგაზრდების კურთხევის ცერემონია გაიმართა. სასულიერო პირებმა შეყვარებულთა მფარველის, წმინდა სარგისისთვის ილოცეს, შემდეგ კი მარილიანი კვერები დაარიგეს.
დავამატებთ, რომ საღამოს მომლოცველები სოფელ დილისკას სურბ სარგისის ეკლესიაში შეიკრიბებიან.