ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 4 თებერვალს, 71 წლის ასაკში, მწერალი, საქართველოსა და სომხეთის მწერალთა კავშირის წევრი, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრ «რაფაელ ჯავახის» დირექტორი, ჟორა სნხჩიანი გარდაიცვალა.
ჟორა სნხჩიანი 1951 წლის 5 იანვარს საქართველოს ნინოწმინდის რაიონის სოფელ ჯიგრაშენში დაიბადა. სწავლობდა ადგილობრივ, შემდეგ ნინოწმინდის სომხურ სკოლაში. 1968 წელს ჩაირიცხა და 1973 წელს დაამთავრა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მშობლიური სოფლის საშუალო სკოლაში, 1976 წლიდან კი კომუნისტური პარტიის რაიონულ ორგანოებსა და რეგიონალური გაზეთის რედაქციაში. 1992 წელს აირჩიეს საქართველოს პირველი პროფესიული პარლამენტის დეპუტატად, შემდეგ მუშაობდა ქვეყნის პრეზიდენტის აპარატში მრჩევლად, ეთნიკურ ურთიერთობათა სამსახურის უფროსის მოადგილედ. 2006 წლიდან 2020 წლამდე მუშაობდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსად.
დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენით, სომხეთის რესპუბლიკის მოვსეს ხორენაცის მედლით, სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ორი ოქროს მედლით, სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს უილიამ საროიანის მედლით, მედალი ლიტერატურული დამსახურებისთვის და სხვ. 1997 წლიდან არის სომეხ მწერალთა კავშირის „ვერნატუნის“ დამფუძნებელი პრეზიდენტი საქართველოში, ლიტერატურული წლის წიგნების „ვერნატუნი“ და „ზარტონკი“ რედაქტორი, სომხეთისა და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. რამდენიმე წიგნის ავტორი. დაოჯახებული, ჰყავს სამი შვილი და 5 შვილიშვილი.