სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 4 400 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა.

სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 379 266 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 065 გარდაიცვალა, 343 714 კი – გამოჯანმრთელდა.