დღეს, 1 თებერვალს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი და ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის წევრებმა სერვის ცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად, ცენტრში შემავალი ყველა სამსახურის საქმიანობა და მათი გაერთიანების შესაძლებლობები განიხილეს.
აუდიტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციის შემდეგ, რომელმაც მუნიციპალიტეტის 2020 წლის მუშაობა შეისწავლა, საკრებულომ არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული ორგანიზაციების გაერთიანების მიზნით, ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა ახალქალაქის სერვისცენტრთან შედგა.
ახალქალაქის სერვისცენტრში 4 სერვისი ფუნქციონირებს: სანიტარული, წყალმომარაგება, კეთილმოწყობა და განათება.
დეპუტატებმა განიხილეს წლის განმავლობაში თითოეული სერვისისთვის გამოყოფილი თანხა, სახელფასო ფონდი შეადარეს წლის განმავლობაში გაწეულ სამუშაოებს. მაგალითად, დეპუტატების თქმით, გამწვანების სამსახური ყოველწლიურად 43 000 ლარს იღებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რათა წელიწადში 6000 ლარის სამუშა განახორციელოს. რამდენად ეფექტიანია მუშათა ამხელა კადრის შენარჩუნება, ამდენი ფულის გადახდა, თუ შეიძლება ეს სამუშაოები ტენდერის გამოცხადებით განხორციელდეს და ბევრი ფული დაიზოგოს.
სერვის ცენტრის წყალმომარაგება მუნიციპალიტეტის 28 სოფელს ემსახურება. სამსახურის თანამშრომელთა ხელფასებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 000 ლარზე მეტი იხარჯება, თუმცა მთელი გასული წლის განმავლობაში 500 ლარის სამუშაო შესრულდა.
განათების სერვისზე წელიწადში 63 620 ლარი გამოიყო, საიდანაც 44 000 ლარი მხოლოდ დასაქმებულთა ხელფასზე დაიხარჯა.
სანიტარიის სერვისზე 250 000 ლარზე მეტია გამოყოფილი. განიხილეს დამლაგებლების ხელფასების საკითხი, რომლებიც ზამთარში არ მუშაობენ, მაგრამ ხელფასს მთელი წლის განმავლობაში იღებენ.
დეპუტატებმა განიხილეს მიდგომის მიზანშეწონილობა ცალკეულ შემთხვევაში.
„ჩვენ ვფიქრობთ, სწორად როგორ დავხარჯოთ გამოყოფილი თანხები, თუ ერთი სერვისი არ მუშაობს კარგად, ან რომელიმე სამსახურში ბევრი თანამშრომელია, ის სხვა სამსახურთან გავაერთიანოთ. გარდა ამისა, გირჩევთ, მერიას მიმართოთ წერილით, რათა დაუშვათ ტექნიკის დაქირავება, ეს არის დამატებითი შემოსავალი, რომელიც ბევრ სხვა პრობლემას მოაგვარებს. ჩვენს მოსაზრებებს დღეს, მერიას წარვუდგენთ, თუმცა პრიორიტეტის განსაზღვრის უფლება მერიას რჩება. ჩვენ კონკრეტულად არაფერს დავწერთ, უბრალოდ აზრებს და იდეებს ვაწვდით. არ ვამბობ, რომ ხალხი გაათავისუფლონ სამსახურებიდან. სადაც შეიძლება გააერთიანეთ, არ გაათავისუფლოთ ხალხი, მიეცით სხვა სამუშაო,” – თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა.