სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 2556 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – მონაცემებს პორტალი worldermeters-ი აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, ვირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 358 218 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 035 გარდაიცვალა, 334 960 კი – გამოჯანმრთელდა.