ახალქალაქის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვიდეო რგოლი გადაიღეს, რომელშიც ქვეყნის განათლების სამინისტროს და უბრალოდ ქველმოქმედებს მიმართავენ, დაეხმარონ სკოლის სპორტული დარბაზის მოწყობაში, გათბობასა და აღჭურვაში.
მე-2 საჯარო სკოლის აქტიურმა მოსწავლეებმა თავიანთი სკოლის სპორტული დარბაზი გადაიღეს. ბავშვებს მიაჩნიათ, რომ ფიზიკური განვითარებისა და ფიზ.აღზრდის გაკვეთილები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, თუმცა არის პრობლემები, რის გამოც, ბავშვებს აღარ სურთ სპორტით დაკავდნენ.
სკოლის სპორტული დარბაზი გასარემონტებელია. არ არის გათბობა, გასახდელები. სპორტული დარბაზის შენობა მთავარი სკოლისგან განცალკევებულ შენობაშია და ნესტიანია.
ვიდეოზე მაღალი კლასების 26 მოსწავლე მუშაობდა. ვიდეო გადაღებულია ჟურნალისტური რეპორტაჟის სახით, სადაც საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მასწავლებელი ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, თუ როგორ და რისი გაუმჯობესება სურთ თავიანთ სკოლაში. ამრიგად, ბავშვებმა სამოქალაქო აქტივობა წარმოადგინეს.
„ჩვენთვის, უფროსი კლასის მოსწავლეებისთვის, მნიშვნელოვანია, გამოვავლინოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია, რადგან მაგალითი მივცეთ უმცროსებს, რათა მათ ისწავლონ თავიანთი უფლებების დაცვა, მიიღონ კარგი განათლება. გარდა ამისა, ზოგიერთი ჩვენგანი წელს ამთავრებს სკოლას და გვინდა, კარგი კვალი დავტოვოთ. სპორტი ყველაზე საყვარელი და მნიშვნელოვანი საგანია და ახლა ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია სპორტული დარბაზი“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი ინიციატორი, მე-10 კლასის მოსწავლე, არევიკ ხრიმიანი.
მე-2 სკოლის მოსწავლეების ვიდეოს ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აქ: