დღეს საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს დისტანციური სწავლების მოთხოვნის შესაძლებლობა ჰქონდა.
ქვეყანაში სახლიდან განათლების მიღების მსურველთა ასეთი რეკორდული რიცხვი კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ არ დაფიქსირებულა – დისტანციური სწავლების მოთხოვნით, ერთ დღეში, საღამოს 18:00 საათამდე 23 869 მოსწავლე დარეგისტრირდა.
როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან აცნობეს, იმ მოსწავლეთა რიცხვი, რომელთაც დასწრებული სწავლება მოითხოვეს და ამ სურვილით დარეგისტრირდნენ მხოლოდ 4 842-ია.
ასეთი მაჩვენებლები ქვეყანაში კორონავირუსის “იმიკრონის” შტამის რეკორდული გავრცელებით არის გამოწვეული. ინფექციონისტები და ექიმები ვარაუდობენ, რომ მაჩვენებლები მალე კიდევ უფრო გაიზრდება და დღიურად, ახალი შტამი 10 000-მდე ადამიანს დაუდასტურდება.
ცნობისთვის, დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – https://online.emis.ge
ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.