პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამართლიანობის პრინციპის დასაცავად, მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს იქ, სადაც სხვა პატიმრები იხდიან.

კობახიძის განმარტებით, ეს არის სასჯელაღსრულების დაწესებულება.

„მას თუ სადმე გაუჭირდება ფსიქოლოგიურად ყოფნა, ეს არის მონასტერი – იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, თან მოუნანიებელი დანაშაული. თუ მას სადმე ყოფნა გაუჭირდება, ეს არის მონასტერი. სინამდვილეში გამოდის, რომ სააკაშვილი არის პრივილეგირებული პატიმარი, რადგან მუდმივად ითხოვს რაღაცებს, რაც მას არ ეკუთვნის და ა.შ.“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა სახელმწიფოს შესთავაზა, სააკაშვილი იყოს შინაპატიმრობაში თავის ეპარქიაში და განაცხადა, რომ მზად არის, შექმნას ყველანაირი პირობა.