დღეს, სოფელ დადეშში ფრენბურთში ფინალური შეჯიბრი გაიმართა, გამარჯვებულები ცნობილი გახდნენ.

2

მეორე დღეა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშში დადეშელი ფრენბურთელის, არმენაკ სიმონიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფრენბურთის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან 16 გუნდი მონაწილეობდა.

1

პირველი ადგილი სოფელ დადეშის ფრენბურთის გუნდმა დაიკავა.

მეორე ადგილი სოფელ გოდოლარის გუნდმა დაიკავა.

მესამე ადგილი კი სოფელ დიდი სამსარის გუნდს ერგო.