ყაზახეთიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნების ძალებმა გამოსვლა დაიწყეს.

რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, სომხურმა, ტაჯიკურმა და ყირგიზულმა ძალებმა უკვე დატოვეს ყაზახეთის ტერიტორია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყაზახეთი დატოვა რუსი სამხედროების პირველმა ჯგუფმაც.

ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ-თოყაევის განცხადების მიხედვით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო მისია ქვეყნიდან გასვლას 13 იანვარს დაიწყებდა და ეს პროცესი 10 დღის განმავლობაში გაგრძელდებოდა.

ОДКБ-მ ყაზახეთში შესვლის გადაწყვეტილება თოყაევის მიმართვის შემდეგ მიიღო.

ყაზახეთში იმყოფებოდნენ ბელარუსის, რუსეთის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის სამშვიდობო მისიები.

ეს იყო პირველი შემთხვევა ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში, როდესაც სამხედრო ინტერვენცია გამოიყენეს.