ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 3.1 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. შესაბამის ინფირმაციას პლაფორმა Worldometers ავრცელებს.

პანდემიის დაწყების დროიდან მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 317 მილიონს გადააჭარბა. კოვიდ 19-ს დღემდე 5.53 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა 262 მილიონს შეადგენს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 49 მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.