საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ღრმად შეშფოთებული ვარ ყაზახეთში არსებული სიტუაციით. ვგმობ ძალადობას, რომელიც ვიხილეთ და სწრაფი დეესკალაციის იმედი მაქვს. მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული. ჩვენ ყველას გვჭირდება გლობალური სტაბილურობა, ასევე მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.