დღეს, 5 იანვარს, ახალქალაქის სურბ ხაჩის ტაძარში, ერთ-ერთ მთავარ ქრისტიანულ დღესასწაულთან – იესო ქრისტეს შობასა და ნათლობასთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია ჩატარდა.
ტრადიციულად, 5-6 იანვრის ღამეს სომხური სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს ერთ-ერთ მთავარ საეკლესიო დღესასწაულს – შობას და იესო ქრისტეს ნათლობას. ახალქალაქელმა მორწმუნეებმა დღესასწაული სურბ ხაჩის ეკლესიაში აღნიშნეს. სადღესასწაულო ლიტურგია სურბ ხაჩის ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, მღვდელმა ტერ ნარეკ ტიგრანიანმა აღავლინა.
ლიტურგიის შემდეგ სახლების განათების ცერემონია გაიმართა.