ახალქალაქის მუნიციპალიტეტში აუქციონზე 9 მიწის ნაკვეთია გატანილი, ძირითადად არასასოფლო-სამეურნეო ნაწილი.

აუქციონი სახელმწიფო პროგრამის „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესისთვის“ ფარგლებში ტარდება.

შემდეგი ნაკვეთები:

  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და არასაცხოვრებელი შენობები სოფელ ჩუნჩხაში.  საწყისი ფასი 543 750 ლარი.  აუქციონის ბოლო დღეა 28 დეკემბერი
  • არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სოფელ კარწახში, 93 040 კვ/მ, საწყისი ფასი 186 500 ლარი.  განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 28 დეკემბერი.
  • სოფელ კარწახში აუქციონზე კიდევ ერთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გატანილია 127558 კვ/მ, აუქციონის საწყისი ფასი 178000 ლარია.
  • არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სოფელ აფნიაში – 29 110 კვ/მ, საწყისი ფასი 44 000 ლარი
  • არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სოფელ გოგაშენში 25056 კვ/მ საწყისი ფასი 31500 ლარი
  • ნაკვეთი სოფელ ლომატურცხში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – 10 472 კვ/მ, საწყისი ფასი 30 000 ლარი
  • სოფელ ვაჩიანში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 15 905 კვ.მ, საწყისი ფასი 29 000 ლარი
  • არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სოფელ დილისკაში 179 396 კვ/მ 340 000 ლარი. აღნიშნული მიწის ნაკვეთების შესყიდვაზე განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 28 დეკემბერი.
  • იყიდება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ახალქალაქი-ახალციხის გზატკეცილზე 561 კვ/მ 5700 ლარი.  განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 დეკემბერი.

ოფიციალურ ვებგვერდზე www.eauction.ge ყველას შეუძლია ნაკვეთებზე დეტალური ინფორმაციის მიღება.