ახალქალაქის ცენტრში, 27 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებისთვის სკვერის მორთვა-მოწყობაზე მუშაობა მიმდინარეობს. მოედანზე დამონტაჟებულია სახლები ბაზრობისთვის, ინსტალაციები, სცენა და საახალწლო დიზაინის სხვადასხვა ელემენტები.

27 დეკემბერს ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო შოუ გაიმართება.  ბავშვების სიურპრიზებს ჰპირდებიან.

ახალქალაქის მერიის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების პროგრამით, საახალწლო შოუ 14:00 საათზე დაიწყება  და მას არამ ჯავარჯიანი წარუძღვება.

2

3

14:00-დან 17:00 საათამდე ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე მულტფილმების პერსონაჟების მონაწილეობით საახალწლო შოუ გაიმართება. ბავშვებს სხვა საინტერესო სიურპრიზები და საჩუქრებიც ელით.

პროგრამის საკონცერტო ნაწილი 15:00 საათზე დაიწყება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე მელქონ მაკარიანი და ნაირი ირიციანი ყველას მომავალ წელს მიულოცავენ. გამოვლენ ადგილობრივი ანსამბლები. სახანძრო შოუ 17:00 საათზეა დაგეგმილი.

5

 

6

სალომე ბაკურაძე და ბენდი საკონცერტო ნომრებით წარსდგებიან.

გრანდიოზული ფეიერვერკი 18:30 საათზეა დაგეგმილი.
ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა ბაზრობა, სადაც სტუმრები უფასოდ მიირთმევენ ტკბილეულს, სასმელს და გლინტვეინს.

 

1

ახალქალაქის მერია მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საახალწლო ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

ანი მინასიანი