წლეულს საახალწლო “ტაში-შოუზე”, რომელიც ყოველწლიურად იმართება რუსეთის სახელმწიფო კრემლის სასახლეში, ერთ-ერთი ვიზაჟისტი ახალქალაქელი ამალია აივაზიანი იყო.
ამალია ახალქალაქში ცნობილი ვიზაჟისტი და მანიკურის სპეციალისტია, 13 წლიანი გამოცდილებით. წელს ის პოპულარული გახდა სომხეთში, შოუბიზნესის სფეროში, მომღერლებმა, მოდელებმა, მსახიობებმა მასთან დაიწყეს მაკიაჟის გაკეთება… წლის ბოლოს კი კრემლში წარმოადგინა თავისი ნამუშევრები.
პროფესიით იურისტმა, ახალქალაქის რძალმა რუსეთიდან, 13 წლის წინ, კარიერა მანიკურით დაიწყო. თანდათან ავითარებდა უნარებს, საკუთარ თავზე მუშაობდა და სილამაზის სფეროში ახალ ტექნიკასა და პროფესიებს დაეუფლა, ამაზე არ გაჩერებულა. დაიწყო მასტერკლასების ჩატარება სომხეთში, თურქეთში, რუსეთში, თბილისში. სოციალური ქსელი ეხმარება ნამუშევრის პოპულარიზაციაში, სადაც ის ტვირთავს თავის ნამუშევრებს. ამალია აივაზიანს სოციალურ ქსელებში 38000 გამომწერი ჰყავს.
მაგრამ ახალქალაქის გარეთ წინსვლა მაშინ დაიწყო, როცა მისი მეუღლის, ადამ აივაზიანის ოცნებები ახდა. მსახიობი ადამი მეუღლეს თავისი შესაძლებლობების სომხურ შოუბიზნესში წარმოჩენაში დაეხმარა.
ინდური კლიპების და სომხური ფილმების ახალქალაქელი მსახიობი
„ამას მრავალი წელია ვაკეთებ, თავიდან ცეკვას ვასწავლიდი, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით იურისტი ვარ, ქმარმა მირჩია პროფესია შემეცვალა. ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა, დავდიოდი და ვსწავლობდი ფრჩხილების გაკეთებას. მაშინ ახალქალაქში ცოტა ხალხი აკეთებდა ამას, მერე რუსეთიდან ახალი ნივთები ჩამოვიტანე. 10 წლის განმავლობაში 500-მდე სტუდენტმა დაამთავრა ჩემთან. წელიწადში ერთ-ორჯერ ვმართავ მასტერკლასებს ჩვენი გოგონებისთვის, ქალებისთვის“, – ამბობს ამალია აივაზიანი.
მისი თქმით, ის თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურად უდგება, თავდაპირველად ესაუბრება მათ და ხვდება, რა სჭირდება ადამიანს.
„ჩემი ქმარი ერევანში მუშაობდა და მაშინ მიმიწვიეს ვიზაჟისტად ფილმში, რომელშიც მან ითამაშა. მსახიობებს ვუკეთებდი მაკიაჟს. ორიოდე ადამიანი, ნაცნობი მოვიწვიეთ თავიდან, შასაფასებლად. ჩემი ტექნიკა განსხვავებულია, რადგან ვსწავლობდი სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც რუსეთში, ასევე სომხეთში და გავდივარ ონლაინ მასტერკლასებს ამერიკაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში საკუთარი თავისგან რაღაც განვავითარე. სომხეთში ერთ მსახიობს გავუკეთე მაკიაჟი და მოეწონა. მან ატვირთა თავისი ფოტო ჩემი მაკიაჟით სთორიში, მისმა გამომწერებმა ნახეს და, ასე წავიდა საქმე”,- ამბობს ის.
ქმარი და ოჯახი მას სტიმულს აძლევს ცხოვრებაში. ითავსებს პროდიუსერის, მცველის, მრჩეველისა და ფეისკონტროლის ფუნქციას…
„შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღე ჩემი ქმარი მაძლევს სტიმულს. ხანდახან მოვდივარ სახლში 2 საათზეც და 3 საათზეც, დღეში თითქმის 3 საათი მძინავს. ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ წინსვლისთვის ღირს ბევრი შრომა და გულწრფელად უნდა გიყვარდეს შენი პროფესია. ძალიან მეგობრული ოჯახი გვაქვს. პრაქტიკულად 24 საათი ერთად ვართ, არ ვიღლებით და ყოველთვის ერთად მივდივართ სადმე. ასე მივედით “ტაშის შოუში”. ერთ მშვენიერ დღეს, მომღერალმა, ლილით კარაპეტიანმა მითხრა, – ძალიან მაგარი ოსტატი ხარ, “ტაში-შოუში” წასვლა გინდაო?
“ბუნებრივია გადავწყვიტეთ წასვლა. ვიზაჟისტისთვის იღბალია არა მარტო სომხურ, არამედ რუსულ შოუბიზნესში ყოფნა, რადგან ეს სომხურ-რუსული ერთობლივი პროექტია“, – ამბობს ის.
ახლა ამალიას სოციალურ ქსელებში ისეთი პირები ჩნდებიან, როგორებიცაა: გეორგი კოტი, სპიტაკცი ჰაიკო, ელენა ვორობეი, ლუიზა ნერსისიანი, აშოტ ღაზარიანი, კარენ ჰოვანისიანი, ნერსიკ ისპირიანი, სილვა ჰაკობიანი, ელენა ბორისენკო, ანაჰიტ კირაკოსიანი…
„ტაშის შოუზე” იმდენ ადამიანს გავუკეთე მაკიაჟი, რომ დამავიწყდა. ვიზაჟისტები ორნი ვიყავით. ორ საათში 17 ადამიანს გავუკეთეთ მაკიაჟი. სულ 55 არტისტი იყო. 10-მდე ადამიანს სხვა ვიზაჟისტმა გაუკეთა მაკიაჟი, დანარჩენები კი მზად იყვნენ, წინასწარ გაიკეთეს მაკიაჟი“, – ამბობს ამალია.
ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი შეიძლება ემსახურებოდეს მიმდინარე კილომეტრს. “ტაში შოუს” შემდეგ შედეგები უკვე ჩანს.
„ტაში-შოუს” შემდეგ 5 შემოთავაზება მაქვს რუსეთში, სხვადასხვა ქალაქებში მასტერკლასებზე. შემომთავაზეს ერევანში საკუთარი სკოლის გახსნა. თბილისში მასტერკლასების ჩასატარებლად მოვიწვიეთ 2 ცნობილი კომპანია. ბევრი წინადადებაა. ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ”.
ამალიას ძალიან უყვარს ჯავახეთი და ყველგან ცდილობს საქართველოს ამ რეგიონის პოპულარიზაციას, რომლის შესახებაც, ან ცოტაა ცნობილი, ან ჭორის დონეზე.